logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
12:31 30.04.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე საქართველოს ეკონომიკა სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამ კუთხით საქართველო და ევროკავშირი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებისა და ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ხაზი გაესვა სამიტის მიმდინარე წელს ჩატარების მნიშვნელობას და ორმხრივი მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობას, რათა დაისახოს კონკრეტული ამოცანები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე ვიზალიბერალიზაციის სახით, ინტეგრაციის პროცესში შემდგომი ორმხრივი ნაბიჯების გადასადგმელად.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გააქტიურების კუთხით.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვას მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ამ კუთხით ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას.



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება პირისპირ შეხვედრაზე განიხილონ, რომელიც, მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა