საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ გრიგოლიშს ესტუმრა
და იქ მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.
ალასანიამ ამომრჩეველს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს როლანდ ახალაიას სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„აუცილებელია, ყველა სოფლის მოსახლეობამ მოისმინოს ჩვენი დებატები. მე კიდევ ერთხელ მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიიღოს დებატებში მონაწილეობა, რადგან ეს სჭირდება ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოს“ - განაცხადა ალასანიამ.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ კახათს და რუხსაც ეწვია.

















