logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდი შედეგით დასრულდება
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდი შედეგით დასრულდება
10:39 30.04.2020
„ვითარება უკრაინაში გაცილებით რთულია, ვიდრე საქართველოში იმასთან შედარებით, რა რესურსიც და პოზიტიური პერსპექტივაც გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია იმდენად, რამდენადაც მსოფლიო პოლიტიკის დღეს არსებული პრაგმატიზმი მოითხოვს. „ჩვენი მსხვილი პარტნიორებისთვის - ევროპისა და აშშ- სთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ ახლოს და მთელ რიგ საკითხებზე გვქონდეს კოორდინაცია. საქართველოსაც არ აქვს ფართო პოლიტიკური სპექტრი. არის მიშა სააკაშვილის კლასტერი, არის ხელისუფლება და მცდელობა იმისა, რომ დესტრუქცია მოხდეს, რის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი. ახლა ეს სააკაშვილი გამოჩნდა უკრაინასთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია სტრატეგიული ინტერესები. სააკაშვილის პოლიტიკური მომხრესც რომ იყოს, ისიც უნდა ხედავდეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა ფუჭდება სააკაშვილის ფაქტორით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი მოსაზრებით, ფარდის მიღმა არიან ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკაშვილი არის კარგი რესურსი შიდა ძალებთან დასაპირისპირებლად. მისივე განცხადებით, ფინასური დინებების გაკონტროლება არის მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია უკრაინას და მის ახალ პრეზიდენტს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ საკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებიდან კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კორპორაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ნელ-ნელა ყველაფერს დაიქვემდებარებს.

„ეს სქემა შესთავაზა მან ღიად უკრაინელ ხალხს. ეს არ არის მხოლოდ ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა, არამედ ეს არის სილის გაწვნა, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვა უკრაინელებისთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. მისივე განცხადებით, არსებობს დეტალები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ უკრაინის ისტებლიშმენტმა, არამედ სპეცსამსახურებმაც. „საინტერესოა, რა პასუხი აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს ამ ფაქტზე: 2008 წლის 9 აგვისტომდე ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ რუსეთი შემოსულია საქართველოში. ჯერ კიდევ ივლისში, იმის მაგივრად, რომ უშიშროების საბჭოსთვის მიემართა სააკაშვილს, რომ აგრესია რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილია და განხორციელდება, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი გამოეყვანა იქედან, ის წავიდა იტალიაში პუტინის წარმომადგენლის რჩევით. იქედან ჩამოსულმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი რუსეთს არ აინტერესებს. 6-7 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ თითქოს მოსკოვში გაოცებულნი იყვნენ, რა უნდოდა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, კოკოითს. ზუსტად ამ დროს რუსეთის შენაერთები უკვე საქართველოში იყვნენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშრებით მოლაპარაკებები წარემართა, თბილისში რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური იყო გამართული“.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა