logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე
ირაკლი კობახიძე: ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე
21:24 28.04.2020
„ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპონენტების განცხადებებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური და ეკონომიკური დახმარების პაკეტი აქვს მომზადებული.

„არაერთხელ გვქონდა საუბარი ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური დახმარება, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი სხვა ქვეყნებში და როგორია ეს პაკეტი საქართველოში. თუ ავიღებთ ჩვენი ქვეყნის და სხვა ქვეყნების მონაცემებს და თუ შევადარებთ ეკონომიკის რესურსებს, ამ შემთხვევაში, დავინახავთ რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური და ეკონომიკური პაკეტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, ამის გაკეთების საშუალება ხელისუფლებას იმ დიდმა რესურსმა მისცა, რომლის მობილიზებაც საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა.

„მთლიანობაში, ეს არის 3 მილიარდი დოლარის რესურსი, რომელიც დამატებით კიდევ მოხმარდება ეკონომიკის სტიმულირებას და ასევე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ რესურსების მობილიზების ხარჯზე, უპრეცენდენტო თანხების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ გვქონდეს სხვა ქვეყნებზე უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პაკეტი. ციფრები არის ერთი, დემაგოგია არის მეორე“,- განაცხადა დეპუტატმა.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს შეფასებები, გარდა სხვა ფაქტორებისა, შესაბამისი რესურსის მობილიზებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

„ამ გეგმის სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილში თითეული პუნქტი არის გაწერილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი რეკომენდაციების საფუძველზე და ესეც გახდა დადებითი შეფასებების მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ სათანადო სახსრების მობილიზება მოვახერხეთ. გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე, ქართულ ეკონომიკას. ამის შედეგია, მათ შორის, პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა მომავალი წლისთვის 4%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოში. რომ არ გვქონდეს სწორად ნამუშევარი და რომ არ გვქონდეს სწორი ზომები მიღებული, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მძიმე საერთო გლობალური რეცესიის ფონზე, მომავალი წლისთვის ოთხი პროცენტის პროგნოზირება და ეს არის ძალიან კარგი ავანსი, რომელიც გასცეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორებმა სწორედ ჩვენი ძალისხმევის საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა