ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ
სანამ რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთობა გაუმართლებელია.
"ცხადზე ცხადია, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის, მითუმეტეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ჩვენი უპირველესი პრობლემის - რუსული ჯარების გაყვანისა და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე, კატეგორიულად გაუმართლებელია. რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არის ცინიკური და კიდევ ერთხელ ავლენს რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს საქართველოს მიმართ"- აცხადებს ედპ-ს ლიდერი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი მზად არიან რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმონ. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს.

















