საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც
პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციები განიხილეს. ცვლილებები, რომელიც ეუთოს-რეკომენდაციებს ეყრდნობა, საარჩევნო კამპანიასთან, პარტიების დაფინანსებასთან, საარჩევნო პერიოდში მედიასთან, გენდერთან და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ განიხილავს.

















