პოლიტიკური პარტიია „ახალი მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას კახეთიდან, დედოფლისწყაროს რაიონიდან იწყებს.
„ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამშვიდობო მარშის“ ფარგლებში, პარტიის წევრები აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოსკენ ყველა ქალაქს და რაიონს მოივლიან. ისინი ამომრჩევლებს საკუთარ პროგრამასა და პრობლემების მოგვარების ხედვას გააცნობენ.
ავტობუსში ახალგაზრდებთან ერთად, პარტიის ლიდერები დავით გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე იმყოფებიან.

















