საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის მიმართულებით აღებული კურსის მხარდაჭერის მიმანიშნებელია.
ამის შესახებ კაპანაძემ დღეს ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში“ განუცხადა, სადაც ამბასადორიალი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში უკვე მესამედ ჩამოდის. იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
კაპანაძის განცხადებით, შეხვედრა იმ სამხედრო მოსამსახურეებთანაც იგეგმება, რომლებიც ავღანეთის მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
„საბოლოო ჯამში, ვიზიტი თამამად შეგვიძლია შევაფასოთ როგორც იმ პოლიტიკური კურსის მხარდაჭერად, რომელიც საქართველოს ნატოს მიმართ აქვს“ - განაცხადა კაპანაძემ.
სასტუმრო „რედისონში“ დღეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა-ამბასადორიალი გაიხსნა. ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით ხვალ სიტყვით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოვა.

















