logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული საზოგადოების მიმართვა უკრაინელ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს
ქართული საზოგადოების მიმართვა უკრაინელ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს
18:18 25.04.2020
შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა, კვლავაც მხოლოდ უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ - ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ უკრაინელი ხალხის, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებისადმი ქართული საზოგადოების მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც რეჟისორ ბუბა ხოტივარის, პოეტ კობა არაბულის, მწერლისა და მთარგმნელის ლერი ალიმონაკისა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ არის ინიცირებული.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ქართველი და უკრაინელი ერების დაახლოება ქარტეხილიანი ისტორიის მანძილზე განვლილმა არაერთმა განსაცდელმა განაპირობა, თუმცა სახელოვანი წინაპრების გარდა ორ ქვეყანას აკავშირებს ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურეს მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში. იმედინეწს-ი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"სულ ცოტა ხნის წინ, კიევსა და თბილისში მასშტაბურად აღინიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავი. ცხადია, განვლილი ერთი საუკუნე მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო და მოსიყვარულე ურთიერთობისა, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აკავშირებს ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ერების დაახლოება არაერთმა მსგავსმა განსაცდელმაც განაპირობა, რაც ქარტეხილიანი ისტორიის მანძილზე შეგვახვედრა განგებამ. ზედმეტია იმის აღნიშნვა, თუ რამხელა სიახლოვე აქვთ ერთმანეთთან დავით გურამიშვილისა და ლესია უკრაინკას ქვეყნებს.

სახელოვანი წინაპრების გარდა ჩვენს ქვეყნებს, სამწუხაროდ, აკავშირებს ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურეს მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში. ცრუ და მოძალადე პერსონა, რომელიც მთლიანად დისკრედიტირებულია არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ უკრაინელთა დიდი ნაწილის თვალშიც, რომლებმაც მისი ნამდვილი წარსულიც გაარკვიეს და ადგილზეც იხილეს მისი ზღვარსგადასული პოპულიზმი, წარმოადგენს სირცხვილს ორივე ქვეყნისთვის.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი ოდესის მხარის გუბერნატორად დაინიშნა, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება იყო, მისი დანიშვნა უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიეთ, რადგან იმ პერიოდში სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული იყო და არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მისი დამნაშავეობის შესახებ. მაგრამ ახლა, როდესაც მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი, როდესაც იგი ოფიციალურად არის ცნობილი დამნაშავედ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, მათ შორის, მსჯავრდებულია ოპოზიციონერი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის მიმართ უშიშროების ძალების მონაწილეობით მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზებისთვის, რომელიც 2005 წელს, პრეზიდენტობის რანგში ჩაიდინა სააკაშვილმა და რა დროსაც გელაშვილმა მიიღო უმძიმესი დაზიანებები, შემთხვევით გადაურჩა რა სიკვდილს.

ამავდროულად, მას კვლავაც აქვს წარდგენილი ბრალდებები სხვა, არანაკლებ მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის, მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები უმძიმესი კორუფციული ბრალდებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მლნ-ზე მეტი სახსრების მითვისების გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა, კვლავაც მხოლოდ უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ - ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფაა.

გვსურს მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ელექტორალურმა ბანკროტმა და მარგინალმა სააკაშვილმა, გარდაუავალი კრახის შიშით, როგორც მხდალ ადამიანს სჩვევია, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა 0,4 პროცენტიანი განაჩენი მას მაინც გამოუტანა.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენს პარტიას "ხალხის მსახური" ჰქვია და ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ ჰკადრებთ უკრაინელ და ქართველ ხალხს ვიცე-პრემიერად იმ ადამიანს, ვინც ამ ხალხმა არც იმსახურა და არც დაიმსახურა.

მოგმართავთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და სრულად უკრაინის ხელისუფლებას, გაითვალისწინეთ ქართული საზოგადოების აღშფოთება და არ დაუშვათ სახელმწიფოს მაღალ თანამდებობაზე კრიმინალი და მოძალადე პირის დანიშვნა, რომელიც გასამართლებულია და იძებნება ქართული სახელმწიფოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება მის დანიშვნას და გამოვთქვამთ იმედს, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

ამასთანავე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და დიპლომატიური არხი და დაიცვას ქართული სახელმწიფოს ღირსება. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში საღი აზრი გაიმარჯვებს და კრიმინალი სააკაშვილის მთავრობის წევრად დანიშვნის ყოვლად მიუღებელი ინიციატივა მკვდრადშობილი აღმოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე მეგობრად მიჩნეულ ქვეყანასთან", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ბუბა ხოტივარი, კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ზაზა შათირიშვილი, გია გაბრიჭიძე, მამია ვაშაკიძე, ოთარ ტურაბელიძე, სპარტაკ ქობულია, გურამ გოგიაშვილი, ალეკო ასლანიშვილი და სხვები აწერენ.

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/138866/qartuli-sazogadoebis-mimartva-ukrainel-khalkhs-saqartvelos-da-ukrainis-khelisuplebebs

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა