ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ, 57%-მა არ იცის ქვეყანა
ნატო-ს წევრი როდის გახდება.
გამოკითხულთა 26% ფიქრობს, რომ საქართველო ნატო-ში 2014 წელს ან მის შემდეგ გაწევრიანდება, 7% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მომავლ წელს გახდება, 10%-ის აზრით კი - ეს არასოდეს მოხდება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის პროცესში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.

















