logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
უსუფაშვილის თქმით, კოალიციის წარმომადგენლები არჩევნებზე საკუთარი სიით იხელმძღვანელებენ
უსუფაშვილის თქმით, კოალიციის წარმომადგენლები არჩევნებზე საკუთარი სიით იხელმძღვანელებენ
15:28 05.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, კოალიციის წარმომადგენლები  საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ მიხედვით დაზუსტებული სიებით იხელმძღვანელებენ.

როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ ამომრჩეველთა ზუსტი სიის შედგენა ვერ მოახერხა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აღმოუფხვრელია.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემური საკითხი სიაში მიწერილი და უცხოეთში მყოფი ელექტორატია.

მისივე თქმით, სახელმწიფო კომისიამ 111 ათასზე მეტი მიწერილი ამომრჩეველი რეგისტრაციიდან მოხსნა, თუმცა, ისინი ამომრჩეველთა სიაში მაინც შედიან. ამასთან, სიაში რჩება ის 77 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რომელიც მისამართებიდან ბინის მფლობელთა მოთხოვნის საფუძველზე მოიხსნა.

ამგვარად, უსუფაშვილის განცხადებით, მიწერილი ამომრჩევლის რაოდენობა სიაში, დაახლოებით, 200 ათასსის. ასევე, მისი თქმით, სიაში შეყვანილია უცხოეთში მყოფი ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელთაც სხვა ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ.

„აღნიშნული ორი პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ფაქტორის გამო - ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩევლის არსებობა სიებში უცხოეთში ყოფნის მითითების გარეშე, პლუს ის ბუნდოვანი წარმომავლობის 200 ათასი ამომრჩეველი სიაში ქმნის დაახლოებით, 700 ათასამდე ისეთ ჩანაწერს, რომლის გამოყენებას ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის გეგმავს“-აღნიშნა მან.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ კოალიციამ ჩაატარა ალტერნატიული „კარდაკარი“ და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვს. შესაბამისად, მისი თქმით, არჩევნების დღეს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე „კარდაკარის“ შედეგად შემუშავებული სიით იხელმძღვანელებენ და გაყალბების ნებისმიერ მცდელობას ვიდეო-კამერით დააფიქსირებენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა