ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73%-ისთვის ცნობილია, რომ სახელმწიოფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის
შედეგად „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაჯარიმდა.
კითხვაზე - „იცოდით თუ არა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად ბიძინა ივანიშვილი 74 მლნ ლარით დაჯარიმდა „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებულ საქმეზე „ქართული ოცნების“ არალეგალური დაფინანსების გამო - 19%-მა უარყოფითად უპასუხა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აღნიშნულ ქმედებას გამოკითხულთა 41%-არ ეთანხმება, 16% - ეთანხმება, 39%-მა არ იცის, ხოლო 4%-მა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.

















