აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.
სიგელების ასლის გადაცემის ცერემონია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
რიჩარდ ნორლანდმა სასტუმროს ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ახალი ელჩი თბილისში დღეს მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. იგი ელჩის მოვალეობის შესრულებას დღესვე შეუდგება.
ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ელჩად ოფიციალურად ივლისის ბოლოს დაინიშნა. ის დიპლომატიურ სამსახურში უკვე 32 წელია მუშაობს. ნორლანდი საქართველოში აშშ-ს მეშვიდე ელჩია.

















