„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის “ ლიდერი გიორგი თარგამაძე და მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო
საქმეთა მინისტრებს კარლ ბილდტსა და ვლადისლავ სიკორსკის შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი საკითხად საარჩევნო გარემო გამოიკვეთა. პარტიის ლიდერმა ყურადღება სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა.
ამასთან, თარგამაძემ იმ საგარეო საქმეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ შეხვედრაზე კარლ ბილდტსა და ვლადისლავ სიკორსკის პარტიის საარჩევნო პროგრამაც გააცნეს.
„ჩვენი და ჩვენი ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას როგორც შიდა დემოკრატიული განვითარების, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

















