logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ღია წერილზე: ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების პერსპექტივა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ღია წერილზე: ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების პერსპექტივა
16:17 23.04.2020
„პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური - არ არსებობს - და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური პარტიების ღია წერილს, რომლითაც ისინი საქართველოს პარტნიორებს მიმართავენ.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. მისივე თქმით, წერილში კვლავ წინ არის წამოწეული პოლიტპატიმრების თემა.

„ეს თემა, რომ ვიღაც არის პოლიტპატიმარი -ადამიანი, ვინც ათეულობით მილიონი თანხა მოპარა ბიუჯეტს, ან თუნდაც, ადამიანები, ვინც ორგანიზებულად უტევდა პარლამენტს, რათა შიგ შემოჭრილიყვნენ - ეს საკითხი არის წინწამოწეული და კვლავ ძველ თემას ვუბრუნდებით. მითქვამს და გავიმეორებ: მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. ამ შემთხვევაში, ეს პოლიტპატიმრობის თემა იქნება წინწამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ ჩვენგან არ იქნებოდა კომპრომისი დაშვებული. დავუშვით კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური, ამის პერსპექტივა არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა.

„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ დავიწყებული“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა