logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ანრი ოხანაშვილი: ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
13:23 23.04.2020
„საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, დაწესებულია ერთი მხრივ, ადმინისტრაციული მეორე მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობაც და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ეს სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ მოსახლეობა და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ თუკი, ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანებს ვინც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, ეს არის მათი უპასუხისმგებლო განცხადება“, - აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ვალდებულებაა საკუთარ მოქალაქეებზე, მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„დღის წესრიგში არ დგას არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, ვინც საგანგებო ან საომარი რეჟიმი დაარღვიეს კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო/ საომარი რეჟიმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ შეთხვევაში ამნისტიის საკითხი არ დგას. აღნიშნული საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა და ნებისმიერ პირს შეუძლია ეს საკითხი დასვას და ვიმსჯელოთ ამაზე თუმცა, არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თმით, სახელმწიფო, ხელისუფლება, ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულება, თუ მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა.

„ჩვენ გავაგრძელეთ საგანგებო მდგომარეობა რადგან ჩვენი მოქალაქეების, მათი შვილების, ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ამ უმნიშვნელოვანესი სიკეთის დაცვა. ოპოზიციას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, სამწუხაროა, რომ ისინი კვლავ ამ რეჟიმში განაგრძობნ ოპონირებას, თუმცა ეს არის მათი განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა