logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია დაიმალა, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია დაიმალა, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა
11:14 23.04.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ტვ „იმედის“ ეთერში ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.

„ძალიან თანამედროვე ტრენდების წარმომადგენლებად რომ მიიჩნევენ თავს, ასეთი ხალხი იყო გუშინ ისტერიკაში ჩავარდნილი „ტიკტოკის“ ერთი უწყინარი ვიდეოს გამო. ლამისაა გაღიმება აღარ შეარჩინონ პოლიტიკოსს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან საღამომდე სხვადასხვა სახის შეხვედრებშია ჩართული და ამავდროულად, ამ შეხვედრებს ხელმძღვანელობს.

„ვიდრე გუშინ ეს ვიდეო დაიდებოდა, გეტყვით დილიდან სად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი. დილის 10 საათიდან ჯერ პირველი სამსაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის ყველა ლიდერი, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, ქალაქის მერი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ესწრებოდა და რომელზეც განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის საკითხები, რომელზეც გადაწყვეტილებები მიიღება, ასევე კონსულტაციები გვქონდა ანტიკრიზისული გეგმასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მან კიდევ 3 თუ 4 შეხვედრა გამართა. ბიძინა ივანიშვილი საღამოს 7 საათამდე შეუსვენებლად მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და ხელმძღვანელობდა მას“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ, მათ შორის, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს იმის განსაკუთრებული აფიშირება, რომ მუშაობს და ჩართულია მიმდინარე პროცესებში.

„ოპოზიცია დაიმალა, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მლნ ჩარიცხა. მხოლოდ ზოგიერთები გამოჩნდნენ და საერთოდ სისულელეები ილაპარაკეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომ 100 მლნ-ის ჩარიცხვაზე იმალები და ქრები“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოპოზიცია არც იმ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილა დღეს, როცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ სპეციალური საგრანტო ფონდი შეიქმნა. „ფონდი დააფინანსებს ისეთ სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ მატერიალური საშუალება, ასევე ვინც წარჩინებულები იქნებიან და ა.შ. ამაზე გაამახვილეს ყურადღება, „ტიკტოკზე“ რომ გამოვარდნენ და ისტერიკაში ჩაცვივდნენ?“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა