logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას:  იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ამ ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ?!
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას: იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ამ ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ?!
17:34 22.04.2020
საკითხის დაყენება ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარდასაჭერად უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პასუხები და მაგალითად მოგყავთ, დედამ როგორ უნდა უყიდოს შვილს პური, პოპულიზმზე რომ არაფერი ვთქვა, უბრალოდ არასწორია, - ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყარეს კენჭი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, ოპოზიციის მიერ დასმული აქცენტები არის ირიბი მოწოდება მოქალაქეებისთვის, რომ ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ.

"თქვენ დღეს თქვენი გამოსვლებისას გაკეთებული აქცენტებით, რეალურად ადამიანებს მოუწოდებთ იმისკენ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს. თქვენ ამას აკეთებთ შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება, რომ შეზღუდვები დაასაბუთოს. მე კონკრეტულ შეზღუდვებზე ვისაუბრე. თქვენ უბრალოდ პოპულიზმში გადადიხართ და მოქალაქეებს მოუწოდებთ, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს, ფაქტობრივად, ადამიანებს გონებაში უდებთ იმას, რომ ეს არ არის საჭირო. თითქოს დღეს აქ მთავრობის წარმომადგენელი და პრეზიდენტი მოვიდნენ იმისთვის, რომ ჰაერზე გელაპარაკონ, არგუმენტები არ წარმოადგინონ და გაურკვეველი მიზნებით ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ამ ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ?!", - მიმართა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა