logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ნათია მეზვრიშვილი: დავემორჩილოთ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები
ნათია მეზვრიშვილი: დავემორჩილოთ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები
17:14 22.04.2020
სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოსავალი მიზანი იყო ადამიანების, ავტომანქანების მობილობის შემცირება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, როგორც ამას მთელი მსოფლიო აკეთებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას არ შეუზღუდავს ის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო დისტანციის დაცვისა და მობილობის შემცირებისთვის.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, 27 აპრილამდე დაშვებულია მხოლოდ იმ ავტომობილების გადაადგილება, რომლებიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეების ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის.

"რაც შეეხება ავტომანქანებს, გეთანხმებით, რომ ბოლო დღეებში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების რაოდენობამ, ცოტა მოიმატა და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ეს გახლავთ ის ავტომობილები, რომელთა მოძრაობა აუცილებელია იმ თანამშრომელთა გადაადგილებისთვის, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ანუ ეს ის ობიექტებია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის აუცილებელია. გვესმის, რომ ეს შეზღუდვები იწვევს უკმაყოფილებას, თუმცა ეს შეზღუდვები გვჭირდება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს. დავემორჩილოთ ამ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები. თუ დღეს ამ წესებს არ დავემორჩილებით, შეზღუდვებს სწრაფად ვერ შევამსუბუქებთ. დამერწმუნეთ, რომ მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის საგანგებო მდგომარეობა არის უდიდესი ტვირთი მენეჯმენტის თვალსაზრისით და ეს არ არის ჩვენი აკვიატება, ჩვენ არ გვეხალისება ამ შეზღუდვების დაწესება და კარგად ვაცნობიერებთ შეზღუდვებს, როგორი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს ჩვენს მოქალაქეებზე და იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა