logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას:  რჩება შთაბეჭდილება, რომ უნდა გვქონდეს გარდაცვალების ათობით, ასობით შემთხვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ და ეს ძალიან სამწუხაროა
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას: რჩება შთაბეჭდილება, რომ უნდა გვქონდეს გარდაცვალების ათობით, ასობით შემთხვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ და ეს ძალიან სამწუხაროა
17:03 22.04.2020
კარგად იცით, რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები და პარლამენტს, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა არ გამოეცხადებინა, დღეს გაცილებით მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა, - ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ ხედავს იმ პოზიტიურ შედეგებს, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის დროის მოგების კუთხით მოიტანა.
"რჩება შთაბეჭდილება, რომ უნდა გვქონდეს გარდაცვალების ათობით, ასობით შემთხვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ და ეს ძალიან სამწუხაროა. არ აფასებთ, რა პოზიტიური შედეგები მოგვიტანა საგანგებო მდგომარეობის გამოყენებამ მთელ ამ პერიოდში თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის დროის მოგების კუთხით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის დანახვა არ გინდათ. ეს არის ფაქტი. თქვენ ცდილობთ, რომ გარკვეულწილად შეასუსტოთ ჩვენი არგუმენტები და აქცენტები გადაიტანოთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ მითქვამს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები როდის მოუგვარდებათ. თქვენამდე ეს ჩვენ ვთქვით და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ახლა ისე წარმოაჩენთ, თითქოს ამ გეგმის დღეს წარმოდგენა გჭირდებოდათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარიდ აგეჭირათ, როდესაც ამის ძირითადი საფუძველი არის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ გადაადგილების შეზღუდვამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ, დისტანციის დაცვის მოთხოვნამ და ამ მხრივ დაწესებულმა სხვა შეზღუდვებმა მოიტანა ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ ამის დანახვა არ გინდათ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევებია.
"გარკვეული ხარვეზები იქნება და ამ ერთი და ორი ხარვეზის გამო თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ მასობრივად, მიდგომა შერჩევითია, კანონი არ სრულდება და მოდით, თქვენც არ დაემორჩილოთ ამ შეზღუდვებს. თქვენ არ ითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ თუ ისინი შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან, ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი და თუ თქვენ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, კი ბატონო, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას,"- მიმართა ნათია მეზვრიშვილმა დეპუტატებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა