logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია გაჩეჩილაძე: ძნელი მოსასმენია იმ დადებითი შედეგების მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა,  რომელიც მიღწეული გვაქვს ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა, საზოგადოებას მივანდოთ ამათი შეფასება
გია გაჩეჩილაძე: ძნელი მოსასმენია იმ დადებითი შედეგების მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც მიღწეული გვაქვს ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა, საზოგადოებას მივანდოთ ამათი შეფასება
16:56 22.04.2020
ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" სახელით გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საგანგებო სიატუაციის გახანგრძლივებას.



მან თავის გამოსვლაში ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ამ საშინელ ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული დადებითი შედეგების მათი მხრიდან მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობას საზოგადოება შეაფასებს შემოდგომაზე.



გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შედეგები, რომელიც ამ ვირუსთან ბრძოლასთნ არის დაკავშირებული, შეფასებულია მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრივ როგორც განსაკუთრებული მიღწევა, იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში ასეთი რამე ვერ მოხდა, რაც არ უნდა ძლიერი და გამართული სისტემა ქონოდათ. მან საილუსტრაციოდ მოიყვანა ამერიკის ჯონ ჰოპინსის საუნივერსიტეტო კლინიკის შეფასებებში, რომლის სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპის კონტინენტზე 48 ქვეყანაში არის ყველაზე მოწინავე, სადაც ათას სულ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილია ვირუსის შედეგად. –" როდესაც მოწოდებები ისმის - შევამსუბუქოთ, მოვხსნათ კომენდანტის საათი და ასე შემდეგ, გადაიანგარიშეთ და ნახავთ, რომ თუ იტალიის მაგვარი რამ მოხდებოდა საქართველოში და ის ეფექტური და დროული ღონისძიებები არ გატარდებოდა ქვეყანაში ახლა 1500 გარდაცვლილი და 11 ათასი დაავდებული გვეყოლებოდა.



თუ ვინმე იტყბის, რომ იტალია არ არის მაგალითი, შვეიცარიის მაგალითს მოგიყვანთ იმიტომ, რომ შევეიცარია საქართველოს ხელა ქვეყანაა, ასეთი გაანგარიშებით12 ათასზე მეტი დაავადებული ადამიანი და 16 – 20-ჯერ მეტი გარდაცვლილი გვეყოლებოდა", -განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.



მან იმაზეც გაამხვილა ყურადღება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 90% -ზე მეტი სიკვდილიანობა არის სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. ხოლო 2019 წლის გაეროს მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საქართველო იყო შესწავლილი, საქართველოში 58% ოჯახებში ერთი ადამიანი მაინც არის ქრონიკული დაავადებებით, ეს 550 ათასი ადამიანია, რომელიც რისკის ქვეშ დგას. –" რა გინდათ, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ეს ყველა მცდელობა, რომ როგორმე უნდობლობა და პანიკა დათესოთ, ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება წამგებიანი. და თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი დადებითი თვისება აქვს, ამ კორონა ვირუსს, რომ მან პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში და თქვენ ნახავთ შერმოდგომაზე, თუ რამდენიმე პროცენტი კიდევ გქონდათშანსი, რომ რაღაცა ორი კაცი შეგეყვანათ, საზოგადოების რა მხარდაჭერა გექნებათ არჩევნებში იმასაც ვნახავთ ამ თქვენი გამოსვლების შემდეგ", - მიმართა გია გაჩეჩილაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა