logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი:  ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით იღებს „ქართული ოცნების“ გუნდი
რატი იონათამიშვილი: ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით იღებს „ქართული ოცნების“ გუნდი
16:54 22.04.2020
"ჩვენი ოპონენტები ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებები COVID- 19-ის წინააღმდეგ წარმოაჩინონ ნეგატიურად, მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, და ეს დინამიკა არ წყდება, აღნიშნავენ ქართული ხელისუფლების წარმატებულ ბრძოლა COVID- 19-ის წინააღმდეგ. თუმცა არსებული ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელიც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით მიიღო და იღებს "ქართული ოცნების" გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში",-ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში.



რატი იონათამიშვილმა გაიხსენა გაეროს გენერალური მდივნის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მდივნის მხარდამჭერი განცხადებები და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ეს არის უფრო სარწმუნო და სანდო განცხადებები და შეფასებები, ვიდრე ოპოზიის ზოგიერთი წარმომადგენლის, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს სახელმწიფოს გულშემატკივრობენ და არა რომელიმე პარტიის.



რატი იონათამიშვილმა ისაუბრა ასევე ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ოპონენტებს აქვთ გარკვეული შიში, რომ ხელისუფლება აღნიშნული გეგმით შექმნის მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ გარანტიებს. ფრაქციის ლიდერი ტავის გამოსვლაში ასევე გამოეხმაურა ოპოზიცის რეაქციებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში ას მილიონიან შენატანთან დაკავშირებით.



"რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, რომელზეც გაუთავებლად გვესმის ჩვენი ოპონენტების კრიტიკა. მე მგონია, რომ თქვენ ძალიან გეშინიათ ამ გეგმის. იმიტომ, რომ თქვენ გაგიცრუვდათ ის მოლოდინი, რომელიც გქონდათ პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს ამ კრიზისს და ახლა რომ ვხედავთ იმას, რომ პირიქით მოხდა, ახლა გეშინიათ უფრო მეტად, რომ ანტიკრიზისულმა გეგმით უფრო მეტად არ მოხდეს ის, რასაც ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური გარანტიების შექმნა ჰქვია.

ასევე მინდა შევეხო ისტერიას და არაადეკვატურ რეაქციებს, რომელიც იყო მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ას მილიონიანი მხარდაჭერა, არის მიჩნეული როგორც ერთერთი მსხვილი დონორი, საერთაშორისო დონის და არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე . თქვენ გეყოთ უტიფრობა და ეს მხარდაჭერაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეთ. ძალიან არაჯანსაღად მიუდექით საკითხს მაშინ, როდესაც დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის ისეთი უნიკალური დაზღვევა, რომლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამოწვევები და საჭიროებები არსებობს",-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა