logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი მარგველაშვილი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას მხარს უჭერს
გენადი მარგველაშვილი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას მხარს უჭერს
16:05 22.04.2020
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ქვეყანაში საგაგნგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს.

გენადი მარგველაშვილიმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო სწავლის აღდგენის გადაწევის პერიოდში იმისათვის, რომ მოსწავლეებს მიეღწიათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისთვის და სწავლის პროცესში წყვეტა არ ყოფილიყო, სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაიწყეს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება. მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია პროექტი „ტელესკოლა“ – „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განათლების ტელევიზიად გარდაიქმნა, ეთერით გადაიცემა სასკოლო გაკვეთილები I-XII კლასებისათვის. აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი გამოყენება შეუძლია ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან, მეორე არხის სიხშირე ფარავს მთელ საქართველოს“. გენადი მარგველაშვილის განცხადებით, „ტელესკოლის“ გარდა სახელმწიფო ინსტიტუტებმა სკოლებს Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. საქართველოს საჯარო სკოლებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები მოხალისეობრივად ეხმარებიან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დანერგვაში. შექმნილია ფეისბუქის ჯგუფი, სადაც EMIS-ის თანამშრომლები და „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები პასუხობენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების დისტანციური სწავლების მიზნებისთვის გამოყენების დროს წამოჭრილ შეკითხვებს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებთან ერთად დისტანციური სწავლების ფორმატი დანერგეს, როგორც უმაღლესმა, ასევე პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. მოსწავლეებისთვის ხელმისაწვომი გახდა გრიფირება მინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, ასევე გამომცემლობებმა გარკვეული ვადით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი წიგნების ციფრულ ვერსიაზე მისცეს უფასო წვდომა.

რაც შეეხება მოსაზრებას აკადემიურ სემესტრად გამოცხადების თაობაზე, გენადი მარგველაშვილის აზრით, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს 2020-2021 სასწავლო წელს პირველკლასელ მოსწავლეთა მიღების საკითხი, „ვინაიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ მეთორმეტე კლასელების სკოლიდან გაშვების გარეშე შეძლოს პირველკლასელთა ნაკადის მიღება“, განაცხადა მან და თავის გამოსვლაში ექიმებთან ერთად მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ახალ მეთოდებს ამკვიდრებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სისტემამ მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს, შენარჩუნდეს სწავლის უწყვეტობა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა