logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შსს-ს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ადამიანებმა, რომელთაც ავტომობილების შეზღუდვა არ ეხებათ, ბოროტად არ ისარგებლონ
ირაკლი ჩიქოვანი: შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შსს-ს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ადამიანებმა, რომელთაც ავტომობილების შეზღუდვა არ ეხებათ, ბოროტად არ ისარგებლონ
15:13 22.04.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმ დაწესებულებებისა და პირების ჩამონათვალი განმარტა, რომლებზეც საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ.

„საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, თუ ვინ სარგებლობს დღეს იმ ნებართვებით, რომელიც მათ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ამიტომ, ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვის დაშვება ამ კონკრეტულ პირთა წრისთვის.


აღნიშნული ნებართვები გააჩნია - საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) გაწევის მიზნით თანამშრომლები:


მაგალითისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ მუშაობას აფთიაქები, რომელთაც აქვთ გადაადგილების ნებართვა და რომელთა რაოდენობა გახლავთ 2 835, მათ შორის 4 დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი.
რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, ქვეყანაში ნებართვით ფუნქციონირებს 5000 -ზე მეტი სასურსათო მაღაზია; ასევე, 1300 პურ-ფუნთუშეულის საცხობი, საწარმო, მაღაზია;


ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 300-ზე მეტი საავადმყოფო და მათი თანამშრომლები;


სამედიცინო მომსახურების გაწევის, ან მიღების მიზნით გადაადგილება;
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები;
საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვები;
შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;
ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება და ინკასაცია;
კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილება;
საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილება;
ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის, გაზის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;
საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; სახელმწიფომ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გადავსულიყავით დისტანციური რეჟიმით მომსახურებაზე, მაგრამ არიან ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ გადაადგილება ავტომობილით. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით.
ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა