logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს
დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს
15:11 22.04.2020
„სანამ ვირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა საქართველოში და მანამდე, ვიდრე ეპიდემია პანდემიად გამოცხადდებოდა, პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და ის გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს, რაც არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ ამის თაობაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ბევრი ექსპერტის განცხადებები. ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტი, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ვგულისხმობ, ხშირად უკავშირდებიან ჩვენ ექსპერტებს, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ღებულობენ კონსულტაციებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ნამდვილად ასეა, რამეთუ ქართული სტრატეგია, რაც არ უნდა კრიტიკის საგანი იყოს ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ეჩქარება კრიტიკა, ვიდრე სასურველი შედეგი, ის არის გამორჩეულად შედეგიანია“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე, სადაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაზრდილი ტესტირების რაოდენობის მიუხედავად, დაინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური ზრდა არ შეინიშნება.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური დინამიკის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მივეცეთ კმაყოფილებას და რეგულაციები უცბად მოვხსნათ, რაზეც აქ არის საუბარი“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული დადებითი დინამიკა, რომელიც, საბედნიეროდ, განსხვავდება მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური სურათისაგან, სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

„რა თქმა უნდა, აკრძალვებმა შექმნა დისკომფორტი და გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება. მაგრამ, სწორედ, ამ უკმაყოფილებამ, ამ დისკომფორტმა და ამ უჩვეულო ცხოვრების წესმა შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად სასიკეთოდ გამოიყურება ეპიდემიურად და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს რეგულაციები არის აუცილებელი და გთხოვთ, რომ ამას ნუ გახდით სპეკულაციის საგნად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა