logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი, რაც ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ჰყავს მუდმივად მიზანში ამოღებული
სოფო კილაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი, რაც ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ჰყავს მუდმივად მიზანში ამოღებული
15:01 22.04.2020
„ყველანი ვთანხმდებით, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შედეგად გვაქვს ის, რომ ჩვენმა მედიკოსებმა გაცილებით კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს და გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევები, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, საქართველოს ნაბიჯებს საერთაშორისო საზოგადოება აფასებს როგორც ეფექტიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს. მისივე მოსაზრებით, ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა წყალში არ ჩაიყაროს ის მიღწევები, რაც დღემდე ქვეყანას აქვს.

„ამას გაგებით მოეკიდა ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტიანი, უბრალოდ, ჩვენ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში. ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -აღნიშნა, სოფო კილაძემ. მისი მოსაზრებით, წარმოდგენილი შეზღუდვები არის აუცილებელი არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, თუმცა ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი. „აუცილებელია, რომ მთავრობის მიერ პარასკევს წარმოდგენილი სოციალური პაკეტი იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ამ საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციური კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. „ერთი საქმე, რაც ვნახე თქვენ მიერ გაკეთებული (საქმე, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში). ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რასაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. რაღაც ქმედითი მაინც გაგეკეთებინათ ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს, ან ხელფასი გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთვის... რაღაც მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს მოუტანს სიკეთეს და არა მხოლოდ ცარიელი საუბარი, რითაც ხართ დაკავებული და, მათ შორის, ეკლესიის ლანძღვა-გინებაც, რაც ძალიან ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“, - მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი, რაც ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ჰყავს მუდმივად მიზანში ამოღებული.

„ჩვენ შეზღუდვები არ გვიხარია. ამ შეზღუდვებს სჭირდება ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკაც ამით ზარალდება, მაგრამ ამ შეზღუდვებით მოვახერხეთ და მოვახერხებთ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენას. ჩვენ არ გვყავს არცერთი ადამიანი დასაკარგი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა