საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლანჩხუთში საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი 50 წლის ასაკის ზემოთ პირთათვის სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალიწინებს.
ორი სამედიცინო ავტობუსი ოთხი სტომატოლოგიური სავარძლით მოსახლეობას უკვე 1 თვეა ემსახურება.
საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ 10 აგვისტოს გურიიდან დაიწყო.
სააკაშვილი ლანჩხუთში ადგილობრივებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სტომატოლოგიური მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
„ჩვენ უნდა დავამატოთ ავტობუსები და სოფელ-სოფელ ვიაროთ. სოფლებში პოლიკლინიკები არ არის და ხალხს ფულიც არ აქვს, რომ სტომატოლოგთან მივიდეს. ეს არის პრობლემა. ამ პროგრამის მიზანიც სწორედ ის არის, რომ თითოეულმა ადამიანმა ნახოს შედეგი და მათ ხელი მიუწვდებოდეთ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე“ - განაცხადა სააკაშვილმა.

















