საპარლამენტო არჩევნების სამუშაო დღეს, ორშაბათს ჩატარება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესს ხელს არ შეუშლის
- ამის შესახებ დღეს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა დასაქმებულ მოქალაქეს შეეძლება არჩევნებში ხმა დილას ან საღამოს მისცეს. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა ხელს შეუძლის საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცესს, რადგან 1 ოქტომბერი ორშაბათია და სამუშაო დღეა.

















