logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: უნდა გადავარჩინოთ ეკლესია და გადავარჩინოთ ჩვენი ხვალინდელი დღე
გიორგი ვოლსკი: უნდა გადავარჩინოთ ეკლესია და გადავარჩინოთ ჩვენი ხვალინდელი დღე
17:54 16.04.2020
„პოლიტიკურ შეხედულებებს, ცალკეული სასულიერო თუ სამოქალაქო პიროვნებების შეხედულებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუკი, არ გავითვალისწინებთ მთავარ თემას - უნდა გადავარჩინოთ ეკლესია და გადავარჩინოთ ჩვენი ხვალინდელი დღე“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობაზე არამედ, საუბარია იმაზე იარსებებს თუ არა ქვეყანა და დაინგრევა თუ არა ის არა მარტო ჯანმრთელობის მკვეთრი პრობლემების გამო არამედ, ეკონომიკური პრობლემების გამო.

„ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი გაუსწორა საპატრიარქომ. ეკლესია არ დაიხურება, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს ერთი მთავარი რამ, რომ ძალიან ბევრს აქვს სურვილი შიქმნას ე.წ. „ეკლესიის კლასტერი“. არ უნდა დავუშვათ ეს ვინაიდან ეკლესია, სარწმუნოება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზედაც სახელმწიფო დგას. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი - მეცნიერებაზე, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელსაც იზიარებს სამოქალაქო ხელისუფლებაც და იზიარებს სასულიერო იერარქია. არ უნდა დავუშვათ ის, რომ ლიტურგიის და ეკლესიის მიზეზით, იმ მიზეზით ვინც შეიკრიბება ეკლესიის გარშემო ან ეკლესიაში - მოხდეს ამ დაავადების გავრცელება. ეს დაუშვებელია ყველა თვალსაზრისით, მორწმუნეთათვის, არა მორწმუნეთათვის პრაგმატული თვალსაზრისით სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას. სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ყველა მორწმუნე, ვინც დღეს ამ ვითარებას ადევნებს თვალ-ყურს. აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს და ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ. ვისაც ოდნავ მაინც აქვს განცდა იმისა, რომ შეიძლება არა მარტო თავისი თავი არამედ, სასულიერო პირები, ოჯახის წევრები დააზიანოს, უნდა დარჩნენ სახლში. ეს არ იქნება ცოდვა. ყოველ შემთხვევაში, ყველა ცოდვის მონანიება შეიძლება, გარდა იმ ცოდვისა, რასაც ჰქვია სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა, მათ შორის ეკლესიისათვის ზარალის მიყენება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა