logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაან ანჯაფარიძე: სერიოზული სამუშაო გაუწევიათ "უხილავი ფრონტის " მებრძოლებს, ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი მომეტებული "ყურადღების" პირობებში
ზაან ანჯაფარიძე: სერიოზული სამუშაო გაუწევიათ "უხილავი ფრონტის " მებრძოლებს, ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი მომეტებული "ყურადღების" პირობებში
17:07 16.04.2020
"სერიოზული სამუშაო გაუწევიათ ჩვენი "უხილავი ფრონტის " მებრძოლებს. ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი მომეტებული "ყურადღების" პირობებში. უცხო სპეცსამსახურების ჩარევას ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს "სასარგებლო იდიოტთა" დიდი არმია, თუმცა ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, ევროპაში ლამის პანდემიის დონეზეა.”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი საზოგადოებას ურჩევს წაიკითხონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ და თავად ანგარიშის დეტალებზე საუბრობს.

,,საქართველოში ფიქტიური საბუთებით დასახლების მსურველ 778 პირს აღეკვეთა ეს - საკმაოდ დიდი ციფრია. ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ახლა კი რამდენიმე დეტალზე შევჩერდები, რომ იტყვიან ემოციების გვერდზე გადადებით. ანგარიშში კარგად იკვეთება ლოგიკური მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი იმ შიდა და გარე საფრთხეების რაც ქვეყნას ემუქრება - რუსეთის მიერ განხორციელებული ბორდერიზაცია და „სამოქალაქო აქტივისტებად“ მონათლული ადგილობრივი ჯგუფების მიერ გამყოფ საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის პროვოცირების მცდელობები ხაზთან ხალხმრავალი აქციების გამართვის მოწოდებებით; უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის მიერ საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვების ნეიტრალიზაცია, რაც დიდწილად მოხერხდა. ამ კონტექსტში განვიხილავდი 20-21 ივნისის მოვლენებსაც, რომლებმაც ანგარიშის თანახმად, სერიოზულად დააზიანეს ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ მათი ქმედების შედეგად ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიადგა, რომლის მძიმე შედეგები შეეხო ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს; გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანისა და ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირები შეფერხების მიზნით; ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ, არასანდო პარტნიორად, ხოლო აღნიშნული გამოეყენებინათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად და ქვეყნის განვითარების შესაფერხებლად. დღეს ყველამ კარგად იცის თუ ვინ არის ამით დაკავებული ინტენსიურად და ყოველდღიურ რეჟიმში; ყველას კარგად გვახსოვს პანკისის ცნობილი მოვლენები. ანგარიშში მითითებულია, რომ , საქართველოს ცალკეული რეგიონების მიმართ ინტერესს იჩენდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები. ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების და სეპარატისტული განწყობების წახალისების მიზნით. აქაც მე მგონი მეტნაკლებად ცნობილი არიან ადგილობრივი აქტორები, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ არიან ამ პროცესში ჩართული, რა თქმა უნდა დეკლარირებული კეთილშობილი მიზნებით. ამის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იყო დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებული კამპანია და ფაქტიურად დანის წვერზე გავიარეთ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობა კონფლიქტის ფაზაში არ გადასულიყო; თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელზეც ბევრი ითქვა და დაიწერა და ეს პროცესი რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება; საქართველო დაატოვებინეს ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალურად განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ, რეალურად კი ერთვებოდნენ სხვადასხვა სახის უკანონო აქტივობებში. შედეგად, ტერორიზმის იდეების გამზიარებელ თუ შესაძლო მხარდამჭერთათვის საქართველოში ყოფნა ხელსაყრელი არ არის, სწორედ პრევენციული ღონისძიებების შედეგად. წაიკითხეთ ანგარიში, ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა