logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია აბაშიძე: კორონას ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან
გია აბაშიძე: კორონას ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან
14:49 16.04.2020
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიენაბა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან:

„ამასობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა ქვეყნის ძირითადი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და სამსახურის მიერ გატარებულ საპასუხო ზომებზე. მოკლედ შევაჯამებ: ქვეყნის, რეგიონის, ევროპის მთავარი გამოწვევა იყო და არის რუსული ოკუპაცია. როგორც სუს-ი, ასევე მთლიანად ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად იყებენდა და იყენებს საერთაშორისო ფორმატებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე რეაგირების მიმართულებით; მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა; ცხადია, გატარდა სათანადო ქმედითი ზომები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტივობების საწინააღმდეგოდ. ეს არაა ახალი, ყველგან ხდება. მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებში, “ - წერს აბაშიძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა და კრიტიკულად შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში:

„სუს-ი ებრძოდა დეზინფორმაციასაც. კრემლის, ოკუპირებული რეგიონების, აქაური კონსპიროლოგების თუ ნაკლებად განათლებულების ნარატივი არ ქრება იმაზე, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი "იგონებს" ბიოლოგიურ იარაღს და აწ უკვე "ნერგავს" 5G ტექნოლოგიებს; გაძლიერდა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა ჯგუფის მუშაობაც; აგვაცილა არაერთი პროვოკაცია დავით გარეჯში. გაანეიტრალა, მინიმუმამდე დაიყვანა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე აქტივობა დესტრუქციული განწყობების გაღვივებისა და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებების მხრივ და რაც მთავარია - საანგარიშო პერიოდში, საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. არ გამოვლინდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. კრიტიკულად შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში“, - განმარტავს ექსპერტი.

აბაშიძის თქმით, „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა:

„ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფოს მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა თავის ყოველწლიურ ანგარიშში, ხოლო „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა; გრძელდებოდა და გაგრძელდება პარტნიორ ქვეყნებთან ტერორიზმთან და სხვა საფრთხეებთან გამკლავებისა და თანამშრომმლობის ფართო თანამშრომლობა. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განხორციელებული შესაბამისი შემოწმების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 2019 წელს სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური. შეიქმნა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - სასწავლო ცენტრი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა; ამას ემატება უკანონო იმიგრაციის პრევენცია, რადიოაქტიური და სხვა საშიში ნივთიერებების „ტრაფიკის“ აღკვეთა და სხვა მრავალ კომპლექსურ საკითხთან გამკლავება. საანგარიშო პერიოდში და ვიტყოდი - „კორონას“ ეპოქაში - კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან. მეტი წარმატება ჩვენ საამაყო სუს-ელებს”,- წერს გია აბაშიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა