logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: ამომრჩეველს მეტწილად მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ ანტი-პანდემიური რეაგირების ზომების დაგმობა მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობაა კრიზისის გამოყენებით
ზაალ ანჯაფარიძე: ამომრჩეველს მეტწილად მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ ანტი-პანდემიური რეაგირების ზომების დაგმობა მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობაა კრიზისის გამოყენებით
11:45 16.04.2020
„ქართული ოცნების“ მთავრობის ეფექტიანმა ანტი-პანდემიურმა ზომებმა, რამაც ჯერჯერობით ერთერთ ყველაზე ნაკლებ დანაკარგიანად აქცია ქვეყანა სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მმართველ პარტიას გარკვეული პოლიტიკური და რეპუტაციური სარგებელი მოუტანა, ოპოზიციის დიდი იმედგაცრუების ნიშნად განსაკუთრებით მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების წინ” - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ახალი კორონავისურის პოლიტიკური შედეგები საქართველოში“.

მისი თქმით, ოპოზიციამ ბოლო კვირების განმავლობაში განაახლა პოლიტიკურ შეტევები „ქართული ოცნების“ მიმართ, სადაც აქცენტი ახალი კორონავირუსის საფრთხისადმი მთავრობის რეაგირებაზე კეთდება.

„გაჟღერებული ბრალდებები მოიცავს „ქართული ოცნების“ თითქოსდა შემტევი ანტი-ეპიდემიური ზომების განხორციელების სურვილის არქონას, სწრაფი ტესტების დაშვების დაგვიანებას, გამართული ანტი-კრიზისული გეგმის გამიზნულ არქონას, კონსპირაციულ საყვედურებთან ერთად მასზედ, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოახდინა ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტატუსის გასაძლიერებლად და კრიზისისადმი მისი რეაგირების ირგვლიც ხალხის გასაერთიანებლად. უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უცაბედი პოლიტიკური შესაძლებლობა იყნოსა, განსაკუთრებით გააქტიურდა „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების კრიტიკაში“ ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, ექსპერტის თქმით, ოპოზიციის ძალისხმევა აქამდე ნოყიერ ნიადაგზე არ დაცემულა და არც ნაყოფი მოუსხამს.

„ამის თქმის საფუძველს თუნდაც ის მაძლევს, რომ საზოგადოების რეაქციას ვხედავთ, განსაკუთრებით და უფრო მნიშვნელოვნად - სოციალურ ქსელებში. ამომრჩეველს მეტწილად მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ ანტი-პანდემიური რეაგირების ზომების დაგმობა მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობაა კრიზისის გამოყენებით. ალბათ, ამის გამოა, რომ ოპოზიციამ ახლახან დაიწყო კრიტიკაში უკან დახევა და უფრო მართებულ ამოცანებზე გადაერთო. მაგალითად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობას დახმარება შესთავაზა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე ევროპაში გამომწყვდეული საქართველოს 1000 მოქალაქის დაბრუნებაში. გარდა ამისა, ყოფილი ბანკირის მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა ახალმა ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო“ ცარიელი კრიტიკა ჩაანაცვლა კონკრეტული შეთავაზებებით იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეროვნული ეკონომიკის ხსნა ახალი კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ. მიმდინარე წლის 3 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში 22 ოპოზიციური პარტია ერთობლივად გამოხატავდა მხარდაჭერას მთავრობის ძალისხმევის მიმართ საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოპოვების მიმართულებით და ხაზს უსვამდა ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებულ „სრულ კონსენსუსს“ მასზედ, რომ საქართველოს ეკონომიკას მისი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სჭირდება „პირდაპირი ფინანსნსური რესურსის მნიშვნელოვანი ოდენობის ინექცია“. თავის მხრივ, „ქართული ოცქნება“ მიესალმა ოპოზიციის განცხადებას და ხაზი გაუსვა კრიზისის პერიოდში ეროვნული ერთობის მნიშვნელობას” - ამბობს სტატიის ავტორი.

ამასთან, მისი თქმით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური მოთამაშეების მიერ გამოთქმული ყველაზე კეთილგანწყობილი ზრახვებით ვერ დაიმალება მძიმე პოლიტიკური საბაბი, რომელიც მოსალოდნელი არჩევნებით არის განპირობებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა