საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის პირველი დღე განსაკუთრებით საინტერესოა.
როგორც გაფრინდაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს ამბასადორიალზე ელჩები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მისივე თქმით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, შვედეთის და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამბასადორიალის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მთავარი მიზანი და ამოცანა არსებული, ძალიან წარმატებული ქართული დიპლომატიის კიდევ უფრო მეტად კოორდინირებაა“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადრორიალი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს და სამი დღე გაგრძელდება.

















