logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თბილისში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა იმართება
თბილისში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა იმართება
09:33 05.09.2012
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი რამდენიმე წუთში სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამბასადორიალის მიზანია მომავალი წლის გეგმებისა და პრიორიტეტების განხილვა და ცენტრსა და წარმომადგენლობებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ინსტრუქციების გაზიარება, ასევე, სხვადასახვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

ამბასადორიალზე განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.

დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, რომლისგანაც შესაბამის დავალებებს მიიღებენ. ელჩები შეხვედრებს პრემიერთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა.

საქართველოს ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართავს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით, ხვალ ეწვევა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გარდა, ამბასადორიალის მონაწილეები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.

ღონისძიება 7 სექტემბერს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა