logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ნაცვლიშვილი: მთავარი ბოროტი არხი რუსული პროპაგანდის ალგორითმით მოქმედებს
ლაშა ნაცვლიშვილი: მთავარი ბოროტი არხი რუსული პროპაგანდის ალგორითმით მოქმედებს
11:37 15.04.2020
„მთავარი ბოროტი არხი მოქმედებს რუსული პროპაგანდის ალგორითმით. მთავარი ბოროტი არხი მარტო არ არის. მას ჰყავს სატელიტი ბოროტი არხები - მთავარი 1, მთავარი 2 - ტვ პირველი და მთავარი 0 - ფორმულა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.

ლაშა ნაცვლიშვილმა მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერის პიტერ სტანოს სტატია, რომელიც ხსნის რუსული პროპაგანდის ალგორითმს კორონა ვირუსთან დაკავშირებით.

„ის პირდაპირ მიუთითებს, რომ მთავარი ალგორითმი, მთავარი მეთოდი, ეს არის პანიკის დათესვა. მოსახლეობას უნდა უთხრა, შენ გყავს უნიათო, არაეფექტური ხელისუფლება და ის შენ ვერ დაგიცავს, შენი სახელმწიფო ჩამოიშალა. მოდით შევხედოთ რუსული ალგორითმით როგორ მაუწყებლობს ეს ვირუსი, რომელიც ერთი ბიოთერმული ორმოდან მეორე ბიოთერმულ ორმოში გადავიდა და კიდევ გამრავლდა, იმიტომ, რომ მთავარი ბოროტი არხი მარტო არ არის. მას ჰყავს სატელიტი ბოროტი არხები. როგორც ზაზა შათირიშვილმა თავის დროზე თქვა - რუსთავი - 1, რუსთავი - 2 , რუსთავი -3 და რუსთავი 0 - მზე, ეხლა არის, მთავარი -1, მთავარი - 2 - ტვ პირველი და მთავარი 0 -ფორმულა“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ცინიზმია, როცა კეზერაშვილის ტელევიზია გეკითხება, ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი საიდან მოიტანა.

„როცა კეზერაშვილის ტელევიზია გეკითხება, ბიძინამ ის 100 მილიონი საიდან მოიტანაო და ჟურნალისტი ამას აკეთებს იმ ხელფასად, რომელ ხელფასსაც უხდიან და მერე ამის არ რცხვენია, აი ამაზე ვლაპარაკობდი მე ბლოგში, სხვაზე არაფერზე. როგორი იყო ალგორითმი მთავარი არხის დამოკიდებულების. ჯერ შეტევა მიიტანეს ექიმებზე, ანუ პირველ ბარიერზე, რომელი ბარიერიც დგას ხალხსა და კორონას შორის, ჩვენს გმირ ექიმებზე - არ გამოუვიდათ. სხვათაშორის, დღე და ღამე ამ ბრძოლის ხაზზე, სიცოცხლის ფასად, გუშინ თუ გუშინწინ იყო პრაქტიკულად გულის შეტევით გარდაიცვალა ლუგარის ცენტრის პროფესორი მირიანაშვილი. მე მინდა ოჯახს და მის კოლეგებს მივუსამძიმრო. დაფიქრდნენ და მიიტანეს იერიში სტატისტიკაზე - არ გამოუვიდათ. ამის მერე მიიტანეს იერიში, რომ ბიძინა ძუნწია - არ გამოუვიდათ. მერე პირბადე - არ გამოუვიდათ, ეხლა პატრიარქი. ეს არის რუსული პროპაგანდის ალგორითმი და როდესაც რუსული ალგორითმით მაუწყებლობს და ვირუსს ავრცელებს ბოროტი არხი - ეს ჩამოკრისტალიზდა, მაგრამ ერთი რაღაცაც მოხდა - კორონა არის პანდემია სამედიცინო თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა