logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა
10:34 15.04.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ელჩმა ყურადღება ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად მიღწეულ ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა.

კელი დეგნანმა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებელი მიწოდების და მარაგების კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგად, ქვეყანაში არ შექმნილა სურსათით და პირველადი საჭიროების პროდუქციით უზრუნველყოფის პრობლემა.

ელჩმა შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებაში საზოგადოების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში Covid 19-ის გავრცელების შედეგად შექმნილ ვითარებაზე და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) აგრარული დარგის განვითარებაში გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა