logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ამ ბრძოლიდან ქვეყანა უნდა გამოვიდეს გამარჯვებული ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას
გიორგი გახარია: ამ ბრძოლიდან ქვეყანა უნდა გამოვიდეს გამარჯვებული ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას
19:11 14.04.2020
მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, დაჯარიმებები იყო და ეს არ ნიშნავს იმას და არ იქნება სერიოზული ჩემი მხრიდან, რომ ვთქვა, რომ დაჯარიმდა ყველა ის ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია. ეს რთული საკითხია, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. თქვენი კითხვის პირველი ნაწილი იყო - შედგა თუ არა შეთანხმება. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად მდგენელები ქვეყნის განვითარებაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება ხვალ, იქნება საერთოდ სხვა გარემო, როდესაც ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებას და ბზობის დღესასწაულზე კანონდარღვევის ფაქტებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსთან ბრძოლიდან ქვეყანა უნდა გამოვიდეს გამარჯვებული ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ თითოეული თანამოქალაქის ჯანმრთელობას.

„სახელმწიფოს პოზიცია მდგომარეობს შემდგომში, რომ კანონი არ და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას წარმოადგენს. ისევე როგორც, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ მოქალაქის ჯანმრთელობასაც . რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის აქვს. ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს, არ მინდა ამ თემის ღრმა დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ისე სახელმწიფოს ინსტიტუტების ნაწილსა და კანონის დარღვევის ნაწილში. ისევე როგორც, ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. გამოწვევა ზუსტად ის გახლავთ, რომ ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ. ვმუშაობთ თითქმის ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია, ის სამწუხარო კადრები, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი და ყველანაირ ზღვარს მიღმა კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და გარდა ამისა მთელმა მსოფლიომ იხილა ის კადრებიც, როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიებში მღვდელმსახურება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვით და ესეც გახდა სამაგალითო. ჩვენ აქ უნდა გვესმოდეს, რომ, პირველ რიგში, არის ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვნით, ეკლესიასთან ერთად“,- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა