logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტი კოვიდ 19-თან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტი კოვიდ 19-თან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული
20:20 13.04.2020
„საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში და სამთავრობო კაბინეტთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს იმ ამოცანებს და იმ პრობლემებს, რომლებზეც გადაწყვეტილებები არის მისაღები და რაზეც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომლებშიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტიურად მონაწილეობს. მისი თქმით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კლინიკების მზაობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს კონსულტაციებსა და მხარდაჭერასაც უწევს.

„დიმიტრი ხუნდაძე და ჩვენი კოლეგები პირადად იმყოფებოდნენ ცხელების ცენტრებშიც და არაერთ კლინიკაში, რეგიონებში, სადაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ რეაგირება და სამედიცინო სერვისები ხორციელდება“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სახით, ჩართულია ეკონომიკური პაკეტის და ეკონომიკური გეგმების მომზადებაში.

„აქ პაკეტები ორ ძირითად კომპონენტად მუშავდება - ერთი არის კრიზისული პაკეტი - ახლა რას ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და რას ვაკეთებთ ბიზნეს სექტორისთვის და მეორე არის კორონავირუსის პანდემიის შემდგომი პაკეტი, ანუ ეს არის შედარებით გრძელვადიანი პაკეტი ეკონომიკის აღდგენის“,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეგიონებში დახმარებისა და ძალისხმევის ორგანიზების კუთხით, აქტიურად მუშაობენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები.

„ეს არის პროდუქტების ძირითადი მარაგი, ეს არის კომუნალური გადასახადები, ინტერნეტით უზრუნველყოფა ბავშვების, რომლებიც დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს და სხვა მთელი რიგი დახმარებები - ამას აკეთებენ მაჟორიტარები ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არის ამ წუთებში პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, დეპუტატ ნინო წილოსანის ინიციატივით, დაიწყო კონკრეტული კონკრეტული ეკონომიკური ზიანისა და იმის შესწავლა, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე.

„ამ კვლევის შედეგები იქნება მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შემდგომში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია საარჩევნო მიმართულებითაც - ჩატარდა არაერთი დისტანციური სამუშაო შეხვედრა და განახლებული პაკეტი ოპოზიციურ ფრაქციებს უკვე დაგზავნილი აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო კომენტარების მოსასმენად, ის უახლოეს მომავალში, საპარლამენტო ჯგუფებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გეგმავს.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა