logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს
ირაკლი სესიაშვილი: უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს
19:29 13.04.2020
„არსებული რესურსების და შესაძლებლობების სწორად მობილიზება და მართვა არაორდინალურ სიტუაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ვითარებში ჩვენმა უსაფრთოების სექტორმა სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინეს. ეს არის სწორედ, ერთ-ერთი ის ძლიერი მხარე, რომლითაც სახელმწიფო მნიშვნელოვნად უმკლავდება ამ ძალიან რთულ გამოწვევას“, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის ჩართული უსაფრთხოების სექტორი ამ ვითარებაში და როგორ ახორციელებს თავდაცვისა და საპოლიციო ძალები ჩვენი მოქალაქეების დაცვას.

„ორგანიზებულია დაახლოებით 79-მდე საკონტროლო გამშვები პუნქტი რომელთა ორგანიზება ძალიან მოკლე დროში მოხდა. საერთო ჯამში ჩატარდა 770 ათასზე მეტი მოქალაქის თერმოსკრინინგი. ეს არის ის თერმოსკრინიონგი, რომელიც უშუალოდ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს. ასევე, დაახლოებით 260 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ჩატარდა. როგორც თავდაცვის ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებობს სიტუაციების გართულებასთან ერთად, შესაბამისი სამოქმედო გეგმები. ამასთან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში იცავენ ჩვენს მოქალაქეებს ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დაცულობაც იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა, ჯერ კიდევ 19 მარტს თავდაცვის ძალები მთლიანად ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა, რაც იყო სწორი გადაწყვეტილება.

„როგორც თავდაცვის ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები იმისთვის, რომ როგორც თავად იყვნენ დაცულები ასევე, მათ მოახდინონ მოქალაქეთა შემოწმება და მათი კანონიერი უფლებების დაცვა. სწორედ, აქ ჩანს ამ უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მოქმედების ეფექტური შედეგი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დღეს არის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ვართ ჯარისკაცი ეპიდემიასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვინც ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავძლიოთ ეს კრიზისი და დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას. ამიტომ დაიცავით უკლებლივ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა