logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანდრია გვიდიანი: ეპიდემიის ფონზე,  ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები
ანდრია გვიდიანი: ეპიდემიის ფონზე, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები
17:34 12.04.2020
ეპიდემიის ფონზე, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.



იგი ამბობს, რომ ეს ძალები ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს ხელს აწერენ, რომ რამენაირად პანიკა გააღვივონ, ოღონდ რამენაირად სიტუაცია არიონ, მაგრამ ხალხი მაინც ვერაფრით აიყოლიეს.



,,ეს ეპიდემია ბევრ რამეს გადააფასებსო ამბობენ და მართლა ეგრეა. ამ ფონზე, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები. თავიანთი ინიციატივით, ყოველგვარი მიხმარების გარეშე, ორგანიზებულად დაეწყვნენ და დაადგენენ პოლიტიკური სანაგვის გზას. ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს ხელს აწერენ, რომ რამენაირად პანიკა გააღვივონ, ოღონდ რამენაირად სიტუაცია არიონ, მაგრამ ხალხი მაინც ვერაფრით აიყოლიეს. პირიქით, უფრო კომიკურები გახდნენ და პასუხად გაათმაგებული ზიზღი მიიღეს საზოგადოებისგან. ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდაო და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ჩვენ გამოცდილებაზე წერენ; მაღაზიის დახლები ცარიელიაო და ზუსტად ისეა გატენილი მარკეტები, როგორც ეპიდემიამდე იყო; ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავსო, გაიქცნენ ზუგდიდში 1000 პიბადის დასარიგებლად და კინაღამ საციხოდ გაიხადეს საქმე; საზღვარგარეთ ხალხი მიატოვესო და რეისი რეისზე მოდის, 5000-ზე მეტი მოქალაქეა უკვე დაბრუნებული; გინდა თუ არა სწრაფი ტესტები უნდა გამოიყენოთ თქვე არაფრისმაქნისებოო და ვინც ამ მეთოდს იყენებდა იმათმაც თავი დაანებეს; მერე იფიქრეს ავტორიტეტებს შევუტიოთო, ხან გამყრელიძეს მიახტნენ, ხან იმნაძეს და ხალხისგან ისე მწარედ მოხვდათ მაგის გამო, მეორედ ეგეთ სისულელეს არ გაივლებენ თავიანთ ბნელ ტვინებში; კარანტინში ცუდი პირობებიაო და ხალხი უმაღლესი დონის სასტუმროებიდან იწერება, ასეთ დასვენებას ვერასდროს ვიოცნებებდიო; თბილისის მერია კარდაკარ დადის, პროდუქტებს არიგებენ და 500 გრამი ყველის ნაცვლად, 350 გრამი იყოო, ასეთი ხელისუფლება რად გვინდაო - თან ტყუილია ეს; ეს რა გოიმური პირბადეები გვაკადრესო და Louis Vuitton-მა ზუსტად ეგეთი პირბადეების შეკერვა დაიწყო; ბიძინა ივანიშვილი იმალებაო და 100 მილიონი ჩარიცხა შტოპცოვ ფონდში; მერე 100 მილიონი რა არის, 200 მაინც ჩაერიცხაო; "ბიძინა ივანიშვილის ოჯახი" ასეთი იურიდიული სუბიექტი არ არსებობს და ნუ ამბობთ ასეო, სამართლებრივად გაუმართავი წინადადებააო; მერე გამოვიდნენ და საიდან ჰქონდა ივანიშვილს 100 მილიონიო, ფულის გათეთრებას გავს ეს ამბავიო და პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს; მოკლედ, თქვენ ჯინაზე ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. თქვენ კი, როგორც ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებით",- წერს ანდრია გვიდიანი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა