logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: პანდემიაც იმიტომ არის, რომ მისი გავრცელების ხარისხი და რისკი არის მაღალი და ზოგჯერ პრაქტიკულად შეიძლება ყველა წესი დაიცვა, მაგრამ თეორიული ვარიანტი ყოველთვის რისკფაქტორად რჩება
დიმიტრი ხუნდაძე: პანდემიაც იმიტომ არის, რომ მისი გავრცელების ხარისხი და რისკი არის მაღალი და ზოგჯერ პრაქტიკულად შეიძლება ყველა წესი დაიცვა, მაგრამ თეორიული ვარიანტი ყოველთვის რისკფაქტორად რჩება
17:38 11.04.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში Covid-19-ის პანდემიისთვის კლინიკების მზაობას ამოწმებს და აფასებს. როგორც მან ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა, კლინიკებში ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურას, მედპერსონალის მომზადების ხარისხს, დამცავი საშუალებების მარაგებსა და სივრცეების მოწყობას.



"მნიშვნელოვანია, როგორაა დატრენინგებული მედპერსონალი, აქვთ თუ არა ასეთ პაციენტებთან მუშაობის ცოდნა და უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია ასევე აღჭურვა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, რადგან Covid ინფექციების უდიდეს ნაწილში არის პნევმონიები და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, რომელიც ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ასეთ შემთხვევაში ყველა სასუნთქი აპარატი მისი მონაცემებით არ გამოდგება. ამიტომ ვაზუსტებთ, რომელ კლინიკას რამდენი აქვს ამ სიმძლავრის აპარატი, რომ ვიცოდეთ, რა მზაობა აქვს ამ კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, კლინიკებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რა მარაგები აქვთ. რა პერიდოსთვისაა საკმარისი ეს მარაგი, რადგან არ შეიძლება მუშაობის პროცესში გამოილიოს დაცვის საშუალებები და რისკის ქვეშ დადგეს თვითონ პერსონალი. ვამოწმებთ სამორიგეო განაწესს, საპასუხისმგებლო არეალებს და პასუხისმგებლობა როგორ არის გადანაწილებული მედპერსონალზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ინფექციების გადაკვეთის სივრცეები, რომ არ მოხდეს უკვე დაინფიცირებული პაციენტიდან სხვა პაციენტზე ინფექციის გავრცელება.

თუმცა, შესაძლოა, ერთ შემთხვევაში ტესტი იყოს უარყოფითი, მაგრამ მას აქვს თავისი ინკუბაციური პერიოდი და რამდენიმე დღის შემდეგ მოხდეს ინფექციის დადასტურება. ეს რთული პროცესია.

კოვიდ ინფექციის კლინიკებში მიდის უკვე დადასტურებული, დიაგნოზდასმული პაციენტი და კლინიკამ უკვე იცის, რომ ეს პაციენტი არის კოვიდ ინფიცირებული, ხოლო ცხელების კლინიკებში მიდის პაციენტი, რომელსაც არ აქვს ინფექცია დადასტურებული და მას შესაძლოა ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ეს ინფექცია. სწორედ ამიტომ არის პრეტრიაჟის სივრცე, სადაც თავიდან ხდება გამოკითხვა და შემდეგ არის ტრიაჟის სივრცე, სადაც უფრო სიღრმისეული ანამნეზის შეგროვება, კეთდება თერმოსკრინინგი და ა.შ. აქ უკვე ხდება გამიჯვნა, თუ რომელი პაციენტი რომელ სივრცეში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, თეორიული რისკები მაინც არსებობს და თეორია პრაქტიკად იქცევა ხოლმე. ევროპაში დადასტურდა მედპერსონალის ინფიცირებაც, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტრენინგს, როგორ მოიხმაროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, როგორ ჩაიცვას და გაიხადოს დამცავი კუსტუმი, ანუ ყველა დეტალი და ნიუანსია ძალიან მნიშვნელოვანი. პანდემიაც იმიტომ არის, რომ მისი გავრცელების ხარისხი არის მაღალი, რისკი არის მაღალი და ზოგჯერ პრაქტიკულად შეიძლება ყველა წესი დაიცვა, მაგრამ თეორიული ვარიანტი ყოველთვის რისკფაქტორად რჩება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა