logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა
19:55 10.04.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ((UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს ჩOVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
ღასან ხალილმა მაღალი შეფასება მისცა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს. მან სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის მზაობას საქართველოში დისტანციური სწავლების მხარდაჭერის კუთხით.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში სამინისტროს მთავარ ამოცანას განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა წარმოადგენს და (UNICEF)-ის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტისა და ქართული საკომუნიკაციო პლატფორმის "ფიდს"-ის გამოყენებით.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით 30 მარტიდან დაწყებული ახალი პროექტის "ტელესკოლის" შესახებ ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრის თქმით, ამ პროექტით ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა და სხვადასხვა საგანში ტელეგაკვეთილების მოსმენა ყველა მოსწავლეს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან. გარდა ამისა, პროექტი ეთნიკური უმცირესობების ინტერესებსაც ითვალისწინებს და მათთვის უკვე ტარდება ქართული ენის ტელეგაკვეთილები. ეტაპობრივად კი, უახლოს დღეებში, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება. მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, "ტელესკოლის" პროექტის განხორციელების პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ჩარჩო დოკუმენტის შესახებ, სადაც საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დასახელდა.
მიხელ ჩხენკელმა ღასან ხალილს UNIჩEF-ის ეგიდით განათლების მინისტრების საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის ორგანიზება შესთავაზა, რათა მსოფლიოს ქვეყნებმა შეძლონ პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, კონფერენციის შედეგები თვალსაჩინოს გახდის ბავშვთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის – გაეროს ბავშვთა ფონდისათვის, თუ რამდენად არის დაცული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება პანდემიის პირობებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა