logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: უკვე რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ რეგიონებს, ძირითადად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით
დიმიტრი ხუნდაძე: უკვე რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ რეგიონებს, ძირითადად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით
19:05 10.04.2020

"უკვე რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ რეგიონებს, ძირითადად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენ ახლა იმ ფაზაში შევდივართ, სადაც პირველი მიღების ზოლი, სწორედ, ჰოსპიტალური სექტორი იქნება", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში" ქვეყნის რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას.



მისივე თქმით, მონიტორინგი, უკვე განხორციელდა: ქუთაისში, ფოთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, რუსთავში, ბოლნისში და აჭარაში.



"ახლა მივემართებით სამეგრელოში. შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ასე ყველა რეგიონს შევამოწმებთ და ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ რევიზიას ვაკეთებთ, არამედ ადგილზე ვაკეთებთ ხარვეზების იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რეკომენდაციებს და რჩევებს. ჩვენ ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ დღეს. კერძოდ, ყველა რეგიონს ეყოლება ლიდერი ამ მიმართულებით, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ზედამხედველობის კუთხით, მონიტორინგს გაუწევს ჰოსპიტალური სექტორის მზაობას. ამ ვერტიკალში ე.წ ლიდერები, ძირითადად, დეპუტატები იქნებიან. ისინი შევლენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მართვის რგოლში და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პირდაპირი კომუნიკაცია გვექნება პრემიერმინისტრთან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ყველაზე რთული სცენარისათვის, რომ ამას ნამდვილი მზაობა ერქვას.



"ჩვენ ვამოწმებთ პერსონალის მზაობას. მათ უტარდებათ კონსულტაციები. ისინი გადიან გადამზადებას, ტრენინგებს, რომ ამ სიტუაციაში იცოდნენ როდის, სად და როგორ უნდა მოიქცნენ. ვამოწმებთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომ მათ ჰქონდეთ მარაგები, ასევე, რომ არ იყო ინფექციის კვეთები კლინიკებში და სწორად იყოს გამოყოფილი სივრცეები. ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სასუნთქი აპარატების მზაობას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა