logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: ფრანგული გამოცემა Atlantico-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა
კახა კუჭავა: ფრანგული გამოცემა Atlantico-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა
18:02 10.04.2020
პროევროპულ მთავრობებს სჭირდებათ გვერდში დგომა - ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ფრანგული გამოცემა Atlantico-ს ერთ-ერთ სტატიაში, სადაც პირდაპირ არის მითითება და მოწოდება ევროკავშირისადმი, რომ თავიანთი გონივრული სამეზობლო პოლიტიკა და აღებული ვალდებულებები შეასრულონ და გვერდში დაუდგენენ იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ფრანგულ გამოცემა Atlantico-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას, რომელშიც საუბარია ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე.



როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამოცემის მიერ საქართველო არის წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ფრონტზე. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლას, ინვესტიციებს და ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, მიღწეულ შედეგებს.



მისი თქმით, ორ სხვადასხვა კვლევაში, რომელიც მოყვანილია ანტიკორუფციულ ნაწილში, საუბარია ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგზე და საქართველო წარმოჩენილია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთი და, ამავდროულად, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.



"რა თქმა უნდა, ხაზგასმულია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს ასევე ეკონომიკური ზრდის კუთხით. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა, რომელმაც მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, "ვიზა-ფრი" რეჟიმამდე, რომელმაც ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოგვცა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ის ბრწყინვალე გზავნილი ჩემი აზრით, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოგვცემს საშუალებას ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე ვისაუბროთ საკმაოდ ახლო მომავალში", - განაცხადა კახა კუჭავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა