logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სოსო ცისკარიშვილი - პროცესების ქუჩაში წარმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია
სოსო ცისკარიშვილი - პროცესების ქუჩაში წარმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია
17:51 04.09.2012
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს ხალხის ქუჩაში გამოსვლა არა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რადგან მას პოლიტიკურ ოპონენტებთან კამათის სხვა მეთოდი არ გააჩნია.

ამის შესახებ ცისკარიშვილმა დღეს „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.

„შესაბამისად, თუკი ვინმეს ქუჩაში გამოიტყუებენ, აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბრძოლის იარაღს თავად მმართველი ძალა ირჩევს და ეს იარაღი მისთვის უკვე კარგად ცნობილი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტი იქნება“ - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ამისთვის მზაობა და პროცესების ქუჩაში წარმართვის ოცნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია არსებობს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერის ბოლო დროინდელ შეხვედრას „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ქუჩის აქციები ბურჯანაძის არჩევანი არასდროს ყოფილა. ექსპერტის თქმით, „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერს აქციებში ჩაბმას ხელისუფლების უკანონო ქმედებები აიძულებდა.

„ცივილიზებულობის დონით ბურჯანაძე საქართველოში არც ერთ პოლიტიკოსს არ ჩამოუვარდება. პოლიტიკურ პერსპექტივას ის თავადაც სიამოვნებით გაარკვევდა მხოლოდ საარჩევნო ყუთთან და არა რაიმე ტიპის ძალადობრივი აქციებისას“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბურჯანაძეს ქუჩის პოლიტიკის მიმდევრის იარლიყი, ისევე როგორც პრორუსულობა, ძალიან იოლად და უსამართლოდ „მიაკერეს“, რადგან ექსპერტს არ მიაჩნია, რომ მოსკოვში რაიმე სახის ვიზიტი ვინმეს პრორუსულობაზე მეტყველებს.

„რუსეთში მუდმივად დადიან სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი „რუსეთუმეებად“ არავის მიუჩნევია“- აღნიშნა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება კოალიციის სხვა სუბიექტებს - „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც ქუჩის აქციების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებენ, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ კოალიციას ლიდერი ჰყავს და გადაწყვეტილებას ის იღებს, ლიდერის დაუკითხავი მოქმედება კოალიციიდან გასვლას ნიშნავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა