logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ბაქრაძე: საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის
დავით ბაქრაძე: საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის
14:22 10.04.2020
"საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ "საქართველოს მხარდამჭერ აქტს" - ნათქვამია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის წერილში, რომელსაც "რეალ ცლეარ წორლდ" აქვეყნებს.

ელჩის თქმით, ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი".

"წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი ერთხმად მიიღო, რაც წარმოადგენს იშვიათობას ამჟამინდელი პოლარიზაციის გათვალისწინებით. ჩვენ მოვუწოდებთ სენატს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს მითითება, რომ საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ნატოს წევრი, რომელიც, თავად ალიანსის თქმით, უკვე წარმოადგენს მის "ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს". საქართველო მზად არის ამ როლისთვის - ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს მისიებში მებრძოლთა გაგზავნის გზით, მათ შრის ავღანეთის მისიაში" - წერს დავით ბაქრაძე

როგორც ელჩი აღნიშნავს, დასავლეთის სტრატეგიულ განხილვებში შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას ზრდის კვალდაკვალ, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გრძელი შავიზღვისპირა ზოლი, გეოგრაფიული სიახლოვე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოსფორის სრუტესთან და ჩვენი მზარდი დაახლოება ნატოსთან.

"საქართველოს ტერიტორიების დაცვისკენ მიმართული ძალისხმევისთვის ასევე სასარგებლო იქნება ამერიკიდან "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შემოტანა, რის მიზანსაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. მზარდი კავშირები საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ სახელმწიფოებს შორის განასახიერებს ერთ ჭეშმარიტებას: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია. მნიშვნელოვანი საფრთხეების და მზარდი გამოწვევების პირობებში სწორედ თანამშრომლობა წარმოადგენს წინსვლის ერთადერთ გზას" - ნათქვამია წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა