logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ბაქრაძე: აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში
დავით ბაქრაძე: აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში
14:19 10.04.2020
"აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს - ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“-ში  გამოქვეყნებულ წერილში წერს.

ელჩი იხსენებს 2019 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველო გახდა კიბერშეტევის სამიზნე, რომლის შედეგად გაითიშა ათასობით ვებგვერდი, მათ შორის მედიასაშუალებების, სამთავრობო უწყებების და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურების ვებგვერდები.

"აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ეთ-ერთი უწყება. რუსეთის მხრიდან ამ ტიპის თავდასხმები არ არის უცხო არც საქართველოსთვის და არც ჩვენი მეზობლებისთვის. უფრო ადრე, 2008 წელს, ჩვენ გავხდით კიბერშეტევის სამიზნე, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, დაიკავა და დღემდე ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას" - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ამ ტიპის მოქმედებას რუსეთი მიმართავს იმიტომ, რომ დღემდე ამაზე პასუხი ნაკლებად მოეთხოვებოდა.

"საბედნიეროდ, სიტუაცია იცვლება დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შედეგად. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა ცვლილებები სიტუაციაში და დაგმო შეტევა საქართველოზე: "ეს მოქმედება წინააღმდეგობაშია რუსეთის პრეტენზიებთან კიბერსივრცეში პასუხისმგებელი მოქმედი პირის სტატუსზე და ცხადყოფს რიგი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის [სამხედრო დაზვერვის] მხრიდან თავხედური კიბეროპერაციების თანმიმდევრულ ხასიათს. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების გაღვივება, დაუცველობის შეგრძნების შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფრთხეში ჩაგდება" - ნათქვამია დავით ბაქრაძის წერილში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა