logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ პოზიცია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა განცხადების თაობაზე
„ქართული ოცნების“ პოზიცია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა განცხადების თაობაზე
17:00 04.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა  და ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადების თაობაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები დაინტერესებული არიან საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით, რაც მათი განცხადებითაც დადასტურდა.

„სათანადოდ ვაფასებთ ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რომელიც კიდევ უფრო დაჩქარდება დემოკრატიის ევროპული სტანდარტების ერთგული პოლიტიკური ძალების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“- ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განმარტებით, კოალიცია იზიარებს განცხადებაში ხაზგასმულ შეფასებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემებად რჩება დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიღწეული ეკონომიკური შედეგების ხალხზე გადანაწილება და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. კოალიციაში აცხადებენ, რომ მომავალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იქნება სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

„ვეთანხმებით, რომ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკამ უნდა გააჩინოს რწმენა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისადმი. როგორც ეს აღნიშნულია ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ბოლო ანგარიშებში, სწორედ კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება, სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკური მიკერძოებულობა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება იქცა საარჩევნო პროცესის მთავარ პრობლემებად“- ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ კოალიცია იზიარებს ევროკავშირის წარმომადგენელთა გამოთქმულ შეშფოთებას პოლარიზაციასთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნების" და მისი ლიდერის მზარდ პოპულარობას სააკაშვილის გუნდმა დაძაბულობისა და რეპრესიების ესკალაციის გარდა სხვა ვერაფერი დაუპირისპირა, რამაც სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა დაპირისპირება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ გაგებით ეკიდება მოწოდებას იმის თაობაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციას, არანაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება ქვეყნის მომავლისთვის.

„სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ძალადობის ესკალაციას და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მათ შორის, ვინმეს მიერ ხელისუფლების მიტაცებას. მზად ვართ იმისთვისაც, რომ მივიღოთ და გავიზიაროთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, ევროკავშირი კი, საკუთარი ვალდებულებების ერთგული იქნება.

ასევე, განცხადებაში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე და ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა