„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტს ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, ხაჩირაშვილი ექიმებს შეხვდა და ახალი სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს გაესაუბრა.
ხაჩირაშვილმა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გლდანელებთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი პროექტი თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათია.
„ნაციონალურ ნიძრაობაში“ აცხადებენ, რომ ახალი სადაზღვევო პროგრამით, საქართველოში მილიონი, ხოლო თბილისში დამატებით 250 000 ადამიანი დაეზღვია.

















