logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ
10:22 09.04.2020
„გარანტირებულად, შეთანხმებას შევასრულებთ, რომელ შეთანხმებაშიც შედის, რომ გადავალთ ისევ შერეულზე, მაგრამ 30/120/30 მოდელზე. თუ ადრე პრაქტიკაში ასე იყო, რომ ამ ყველაფერს ჭირდებოდა სამი და ოთხი თვე, ჩვენ შეიძლება მაქსიმუმ ორ კვირაშიც კი ეს ყველაფერი დავამთავროთ. ჩვენ ეს პროცესი პრაქტიკულად დაწყებული გვაქვს, საგანგებო მდგომარეობამ გააჩერა და მორჩება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ შევძლებთ სახალხო განხილვა მათ შორის, დისტანციურად ჩავატაროთ და ეს შეთანხმება აღვასრულოთ. ამით ჩვენ გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე, სადაც უკვე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდონარაძემ POSTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პროცესი არ არის გაჩერებული. მისივე შეფასებით, რიგი ოპოზიციური პარტიების ქმედებების გამო ეს პროცესი მას ცალ კარში თამაშს აგონებს.

„ცალ კარში თამაში მიდის. მე მეგონა, რომ ასეთ მძიმე პრობლემასთან ბრძოლის ნაწილი გახდებოდა ჩვენი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვიღაცები თავს იკავებენ და მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, და ეს მისასალმებელია, რომ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში, შეასრულონ რეკომენდაციები, მაგრამ სხვა ნაწილი, განსაკუთრებით ის პარტია, რომელიც ცნობილია ასეთი მოქმედებებით, არ იკავებს თავს და თუ ხანდახან ტეევიზორსაც შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღარ იციან რა ქნან. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პოლიტიკურ ველზე და როდის მოვრჩებით ამ ცალ კარში თამაშს. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მთავრობა, პარლამენტი და ყველა სტრუქტურა როგორ შეთანხმებლად და დალაგებული მენეჯმენტით მოქმედებს. ეს ცალ კარში თამაში მალე მორჩება იმედია. ორ და სამ კვირას არ ვგულისხმობ, გავუმკლავდებით ამ გამოწვევას, გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, და ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ გვექნება არჩევნები“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების წვლილი შეთანხმებ ის მიღწევაში და მათ მადლობა გადაუხადა. მისივე განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმებით , შესაბამის კანონმდებლობში ცვლილებების განხორციელება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება.

„ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან მათი უდიდესი ჩართულობით იყო მიღწეული ეს შეთანხმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებებიც მოყვება ამას საარჩვენო კოდექსში. ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან კონსტრუქციული, რომ ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხებთ ამ ცვლილებების შეტანას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა